სოციალური მედია მარკეტინგი

გსურთ გაყიდვების ზრდა? ამაში სოციალური მედია მარკეტინგი დაგეხმარებათ, რაც მოიცავს სოციალური ქსელების მართვას, მათ შორის რეკლამა სხვადასხვა სოც მედია არხების მეშვეობით.

სოციალური მედია საქართველოში

რომელია ყველაზე პოპულარული სოციალური მედია არხები საქართველოში?

Facebook – უკვე წლებია ყველაზე პოპულარული და ეფექტური სარეკლამო პლატფორმა, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის. 

გაიგე მეტი ფეისბუქ რეკლამაზე.

Instagram – შესაძლოა ითქვას, რომ ფეისბუქის შემდგომ მე-2 ადგილს იკავებს, განსაკუთრებით ეფექტურია თუ თქვენი მიზნობრიგი ჯგუფი ახალგაზრდებია.

LinkedIn – აქვს თავისი ნიშა და საკმაოდ საინტერესო პლატფორმაა, თუმცა სარეკლამო კამპანიების განხორციელება ძალიან არაეფექტურია და ჯდება ძვირი.

Tik-Tok – ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი რეკლამის გაშვება საქართველოს მასშტაბით, თუმცა მიუხედავად ამისა ბევრი ბიზნესი იყენებს მას ორგანულად, როგორც გაყიდვების ზრდისთვის, ასევე ცნობადობის გასაზრდელად.

Youtube – ყველაზე ეფექტური პლატფორმა ვიდეო მარკეტინგისთვის, ისეთივე პოპულარულია, როგორც ფეისბუქი.

რას მოიცავს სოციალური მედიის მართვა ?

  • სწორი პლატფორმის შერჩევა
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • რეკლამა სოციალურ ქსელებში
  • ანალიტიკა 

რამდენად ეფექტურია რეკლამა სოციალურ მედიაში ?

სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სოციალური რეკლამა გეხმარებათ გაზარდოთ გაყიდვები და ცნობადობა.

რა არის საჭირო ამისთვის?

გამოდცილება – გამოცდილი სპეციალისტი დაგიზოგავთ დროსა და ფინანსებს, ზუსტად შეგარჩევინებთ პლატფორმას და განსაზღვრავს ეფექტურ სტრატეგიას.

ბიუჯეტირება – ზედმეტად დიდი ბიუჯეტი, ისეთივე ცუდი შედეგის მომტანია, როგორც არასაკმარისი – მცირე ბიუჯეტი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ბიუჯეტირება განხორციელდეს სპეციალისტის მიერ, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, რაში და რამდენი უნდა დახარჯოთ.

ეფექტური კონტენტი – კონტენტი მეფეა, სოციალურ მედიაში. რაც არ უნდა კარგი ხედვა და შესაბამისი ბიუჯეტი გქონდეთ, უხარისხო კონტენტი არ მოგცემთ საშუალებას მიაღწიოთ დაგეგმილი მიზნები.

მუდმივი კორექტირება – უშეცდომო არაფერია, განსაკუთრებით რეკლამირება სოც. ქსელებში, ამიტომაც მუდმივი ზედამხედველობა, შეცდომების მოძიება და გამოსწორება აუცილებელია შედეგების გაუმჯობესებისთვის.