ვებ საიტის შექმნა & აწყობა ორგანიზაციებისთვის
ვებ საიტის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობისთვის, რადგან ვებ გვერდის მეშვეობით, ყველაზე უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაცია ვებ სივრცეში.
საიტის დამზადება შესაძლოა საინტერესო და სახალისო პროცესი იყოს, თუ ყველაფერი სწორად არის დაგეგმილი.
მეორე მხრივ, შესაძლოა ეს პროცესი ძალიან გართულდეს და დროში გაიწელოს, თუ შეცდომაში დავუშვებთ საწყის ეტაპებზე, კერძოდ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების სწორად განსაზღვრა:
- ვებ გვერდი ტიპი და ფუნქციონალი
- საიტის დიზაინი
- საიტის ფასი (ბიუჯეტი)
- რა სისტემაზე უნდა მოხდეს საიტის გაკეთება
- სწორად შერჩეული ვებ-სტუდია & პროგრამისტი
- ვებსაიტის ჰოსტინგი & დომენი
- შემდგომი ტექნიკური ადმინისტრირება & მართვა
ყველა ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ამ სტატიაში
ვებსაიტის ტიპები:
ვებ-საიტები შეგვიძლია სამ ძირითად ტიპად დავყოთ, მათი ფუნქციონალის მიხედვით:
საინფორმაციო საიტი – შეიძლება იყოს, როგორც ერთგვერდიანი მარტივი საიტი, ასევე მრავალგვერდიანი კორპორატიული ვებ-გვერდი.
კატალოგის ტიპის საიტი – ძირითადი დანიშნულებაა, ინფორმირებასთან ერთად კატალოგის ფორმატში წარმოაჩინოს პროდუქცია, მაქსიმალურად ეფექტური ფორმით.
ონლაინ მაღაზია – ახასიათებს ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა: მომხმარებლის შექმნა, პროდუქციის კალათაში დამატება და ონლაინ შესყიდვა, ასევე დამატებით შესაძლებელია განვადებისა და სხვა დაკავშირებული ფუნქციების დამატება.
საიტის დამზადება ფასი
საიტის ფასი დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, როგორიცაა:
- საიტის დიზაინი
- ფუნქციონალი
- ენების რაოდენობა
- შესრულების ვადები
- და სხვა დეტალები.
ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით ხდება ვებსაიტის ღირებულების განსაზღვრა.
როგორი უნდა იყოს ვებ საიტის დიზაინი?
დიზაინერული ტენდენციები მუდმივად იცვლება, ასევე ვებგვერდის დიზაინი ხშირად დამკვეთის საჭიროებებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე თანხმდება, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს საიტის დიზაინი, მნიშვნელოვანია დავიცვათ სამი მნიშვნელოვანი წესი:
1.დიზაინი იქმნება რეალური მომხმარებლებისთვის – უნდა მოხდეს მათი ქცევის და საჭიროებების გათვალისწინება.
2.სიჩქარე – დიზაინი არ უნდა იყოს გადატვირთული, ისე, რომ დიდი გავლენა იქონიოს საიტის სიჩქარეზე.
3.დიზაინი უნდა იყოს მორგებული ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობაზე.
რომელ სისტემაზე ჯობია ვებსაიტის დამზადება?
რა თქმა უნდა ყველაფერი საიტის ტიპზე, თქვენს მიზნებსა და სურვილებზეა დამოკიდებული, თუმცა ხშირად ხარისხისა და ღირებულების გათვალისწინებით საუკეთესო არჩევანია მზა პლატფორმები, როგორიცაა WordPress, Wix , Shopify და სხვა.
მაგალითად, თუ თქვენი მიზანია საინფორმაციო ტიპის საიტის შექმნა ორგანიზაციისთვის, გირჩევ საიტის აწყობა WordPress-ის სისტემაზე განახორციელოთ.
როგორ ხდება საიტების შექმნა?
საიტის დამზადების პროცესი იწყება შეთანხმებით, ყველა არსებით საკითხზე და ხელშეკრულების გაფორმებით.
ამის შემდგომ ხდება შეთანხმებული გრაფიკით, თითოეული ეტაპის განხორციელება და შეთანხმება მხარეებს შორის.